საპარტნიორო ფონდი

PartnershipFundGeo სს "საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს. ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგანტო Fitch-ის რეიტინგი "BB-", რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

"საპარტნიორო ფონდი" შეიქმნა სატრანსპორტო ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).

დაფინანსებისთვის განიხილება მხოლოდ კომერციულად მიზანშეწონილი პროექტები, რომლებსაც გამოცდილი პარტნიორები ან დაქირავებული სპეციალიზირებული ოპერატორები მართავენ. საპარტნიორო ფონდი ფინანსურ პარტნიორობას უწევს კერძო ინვესტორებს, რაც საშუალო და გრძელვადიან თანადაფინანსირებაში გამოისახება. იგი პასიური პარტნიორის როლში იღებს მონაწილეობას, როგორც Greenfield (ახალი ბიზნეს ინიციატივები), ისე Brownfield პროექტებში (ინვესტიცია არსებულ ბიზნესში), წინასწარ განსაზღვრული გასვლის სტრატეგიით.

საპარტნიორო ფონდი პროექტში თავისი მონაწილეობის პარალელურად, ასევე ხელს უწყობს პროექტებისთვის უპირატესი დაფინანსების მოპოვებას კომერციული წყაროებიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან.

დაფინანსება საპარტნიორო ფონდის მხრიდან ხდება კაპიტალში მონაწილეობით და ზოგიერთ შემთხვევაში სუბორდინირებული (კონვერტირებადი და არა-კონვერტირებადი) სესხების მეშვეობით. საპარნიორო ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში არ უნდა აღემატებოდეს კაპიტალის 50%-ს. დაფინანსებასთან ერთად, ფონდი პარტნიორს და მმართველ გუნდს ეხმარება გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საპარტნიორო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.fund.ge