იტონგი მსოფლიოში

YTONG®-ი ავტოკლავური აირბლოკების წარმოებაში მსოფლიო ლიდერია. YTONG®-ი უნიკალურ, საიმედო და ხარისხიან პროდუქტს გთავაზობთ - აირბლოკს, რომელსაც დამატებითი თბოიზოლაცია აღარ ესაჭიროება, არის ეკოლოგიურად სუფთა და სახლში კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

YTONG-ის აირბლოკი სხვა ბლოკებისგან თავისი უნიკალური სტრუქტურითა და შემადგენლობით გამოირჩევა, რომელიც ყველა ევროპულ თუ საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებს. სწორედ ეს უნიკალური სტრუქტურა აძლევს აირბლოკს იმ თვისებებს, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მას სასურველ საშენ მასალად აქცევს.

იტონგი საზღვარგარეთYTONG-ის აირბლოკს, მისი უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, ხშირად ხის მასალასთანაც კი აიგივებენ. YTONG-ის აირბლოკები სუნთქავს, რაც გულისხმობს ორთქლის თავუსუფალ გატარებას, რაც ხელს უწყობს სახლში ტენიანობის რეგულირებას.

YTONG-ი 1940 წელს გერმანიაში დაარსდა და სამშენებლო ბაზარზე უკვე 75 წელია წარმატებით მოღვაწეობს. ინოვაციურმა პროდუქტმა პოპულარობა თავიდანვე ენერგოეფექტურობით, ცეცხლ გამძლეობით, ხმაგაუმტარობით, გამძლეობით, ეკოლოგიურობითა და სხვა გამორჩეული თვისებებით მოიპოვა. იტონგის 50 ქარხანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10,000,000 მ3 აირბლოკს აწარმოებს. ქარხნებისა და წარმოების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, რადგან მოთხოვნა YTONG-ზე მუდმივად იზრდება.

იტონგი საზღვარგარეთYTONG-მა 2009 წელს გერმანიაში საუკუნის ბრენდის ტიტული მოიპოვა, რითაც YTONG-ის ბლოკი გერმანიის საუკეთესო პროდუქტების სიაში შევიდა. მიუხედავად ამისა, მკვლევართა ჯგუფი მუდმივად ახორციელებს კვლევებს და ახალი მასალების ტესტირების მეთოდის გამოყენებით ცდილობს პროდუქტის დახვეწას.