ჩვენი ღირებულებები

ჩვენი ღირებულებებიკომპანია Xella მრავალწლიანი ისტორიის მქონე გერმანული კორპორაციაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და ჩამოყალიბებულ ტრადიციებს. ამასთან, ჩვენი კოლექტივი ყოველდღიურად ცდილობს სამშენებლო მასალების ბაზრის ლიდერობა შეინარჩუნოს და მსოფლიო უკეთესობისაკენ შეცვალოს.

კომპანიის მთავარი პრიორიტეტი წარმოებაში მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებას წარმოადგენს, რაც ჩვენს კვლევით ცენტრებში წარმატებით მიიღწევა. კომპანიის მიზანია, ცოდნა, შემუშავებული მეთოდები და ტექნოლოგიები თითოეულ ოჯახს გავუზიაროთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლიენტების კომფორტული და ჯანსაღი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტია ეკოლოგიურობაზე ზრუნვა, ამიტომ მასალები ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური კომპონენტებისგან იწარმოება, ხოლო თვითონ წარმოება ყველაზე მკაცრ ევროპულ ნორმებს აკმაყოფილებს.

ჩვენი ღირებულებებიჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, ამიტომ უმაღლესი ხარისხის გარანტიას გთავაზობთ. გარდა ამისა, ჩვენს კლიენტებს უმაღლესი დონის მომსახურებით ვუზრუნველვყოფთ, რომელიც ყველა ამოცანის შესრულებას გულისხმობს. ჩვენთვის ნებისმიერი კლიენტი მნიშვნელოვანია; თანაბარი ყურადღებით ვეკიდებით კერძო პირებს, სამშენებლო კომპანიებსა თუ დეველოპერებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ ყველაზე კომპეტენტურ კომპანიებსა და კვლევით ინსტიტუტებთან. არაფერს ვასაიდუმლოებთ და 100%–ით ვართ დარწმუნებული საკუთარ პროდუქციაში.