ქსელა ჯგუფი

კომპანია ქსელაXella წამყვანი გერმანული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სამშენებლო მასალებსა და ნედლეულს, საიზოლაციო მატერიალსა და მშრალი ხაზის პანელებს. მრავალფუნქციური კომპანია პირველია არააალებადი მინერალური საიზოლაციო სამშენებლო მასალით მსოფლიო ბაზარზე.

კომპანია Xella წარმოიქმნა სამი კომპანიის შერწყმის შედეგად Duisburg company (დუისბურგი, გერმანია), Haniel-Bau Industrie GmbH Munich company (მიუნხენი, გერმანია), Ytong AG with Fels-Werke GmbH in Goslar (გოსლარი, გერმანია).

1929 წელს, ქალაქ იქსხულტში, დაიწყო უჯრედოვანი ბეტონის კომერციული წარმოება. პირველი ბლოკები გამოდიოდა " იქსხულტური მყარი ავტოკლავური აირბეტონის ( " Yxhults Anghärdade Gasbetong " ) სახელწოდებით, საიდანაც წარმოიშვა სახელწოდება იტონგი ( Ytong ) .

მას შემდეგ Xella-მ დაიწყო გლობალური განვითარება, დღეისათვის Xella 97 ქარხნით 20 ქვეყანაში, წარმომადგენლობით 30-ზე მეტ ქვეყანაში, 6700 კადრით, ნომერ პირველია საერთაშორისო ასპარეზზე.

კომპანიის სახელი, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, დაკავშირებულია ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, კომპეტენტურობასთან, პროდუქციისა და მომსახურების სერვისის მაღალ ხარისხთან.

კომპანია ქსელა

 Xella Group-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: www.xella.com