ტექნიკური მახასიათებლები

Energy Efficiency 

ენერგო-ეფექტურობა:

განსაკუთრებული თერმოიზოლაციის საშუალებით იტონგს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს გათბობისა და გაგრილების დანახარჯები და მთელი წლის განმავლობაში შექმნას კომფორტული კლიმატი ოთახში.

Fire Resistance

ცეცხ-გამძლეობა:

საუკეთესო გადაწყვეტილება სახანძრო უსაფრთხოებისთვის, იტონგი გახლავთ არა-წვადი მასალა და გთავაზობთ ექვს საათამდე ხანძარ საწინააღმდეგო დაცვას - რაც საუკეთესო ხანძარ საწინააღმდეგო რეიტინგია ბაზარზე.

Breathable

სუნთქვადი:

ავტოკლავური აირბეტონი ხელს უწყობს ორთქლის დიფუზიას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ტენიანობის ზომიერ დონეს შენობის შიგნით. შესაბამისად, ოთახში კომფორტული და ჯანსაღი კლიმატი მიიღწევა.

Lightweight

მსუბუქი:

ექვივალენტური მოცულობით, იტონგის ავტოკლავური აირბეტონი ტრადიციულიბეტონის წონის დაახლოებით ¼-ია, რაც ამცირებს სატვირთო და სამშენებლო ხარჯებს.

Outstanding Strength

განსაკუთრებული გამძლეობა:

სიმსუბუქის მიუხედავად, იტონგის ავტოკლავური აირბეტონი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ რამდენიმე სართულს გაუძლოს. საუკეთესო მექანიკური თვისებებისა და უმაღლესი ტვირთ-გამძლეობის უნარით, იტონგი ქმნის მასალას, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ, განსაკუთრებით სეისმურ ადგილებში.

Soundproof

ხმაგაუმტარობა:

იტონგის მიერ დამზადებული მყარი კედელი უზრუნველყოფს ეფექტურ ხმის იზოლაციას, რაც აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს.

Accuracy

სიზუსტე:

ხარისხის კონტროლის პროგრამები და წარმოების გამძლეობა საშუალებას აძლევს მშენებლებს იმუშაონ დიდი სიზუსტითა და ოპტიმალური სივრცული სიზუსტით.

Quickly Installed

სწრაფი მონტაჟი:

იტონგის ავტოკლავური აირბეტონის სიმსუბუქე და შესანიშნავი გამოყენებადობა უზრუნველყოფს სამშენებლო მოედანზე მის სწრაფ დაყენებას. იტონგის პროდუქცია შეიძლება დაიხერხოს ან გაიბურღოს ჩვეულებრივი იარაღების გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ადგილზე მის პროდუქტიულობას.

Versatile

მრავალმხრივი:

იტონგის პროდუქცია შეიძლება დაიჭრას ნებისმიერი ფორმით ან კუთხით ნებისმიერი სახის სამშენებლო გამოყენებისთვის.
Durable

გამძლე:

იტონგის ავტოკლავური აირბეტონის სტრუქტურები გახლავთ გამძლე და არ განიცდის დეგრადაციას ნორმალურ ატმოსფერულ პირობებში.

Ecology

ეკოლოგია:

ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, იტონგს მინიჭებული აქვს სერთიფიკატი, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ეკოლოგიურად მდგრად სამშენებლო მასალას. უფრო მეტიც, იტონგი გახლავთ არატოქსიკური.

Recyclable

გადამუშავებადი:

ავტოკლავური აირბეტონის წარმოების დამატებითი საქონელი, მათ შორის გამყარებული ავტოკლავური აირბეტონის ნარჩენებისა და გაუმაგრებელი ავტოკლავური აირბეტონის ნარევის გადამუშავება შეიძლება ისევ წარმოების პროცესში დასაბრუნებლად.