სიახლეები

"Ytong Caucasus"-ის ქარხნის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს

2018 წლის 24 ნოემბერს "Ytong Caucasus"-ის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობის პროცესი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, „არქი ჯგუფის“ დამფუძვნებლებმა ილია წულაიამ და ირაკლი ქაფიანიძემ დაათვალიერეს.

"Ytong Caucasus"-ის ქარხნის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია "Ytong Caucasus"-ის დირექტორმა დიმიტრი ადამიამ მიაწოდათ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გერმანული მხარის "Xella Baustoffe GmbH"-ის წარმომადგენელი.

"Ytong Caucasus" ყოველწლიურად 160 000 კუბური მეტრი აირბეტონის ბლოკების წარმოებას გეგმავს, რომლის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, ნაწილი კი ექსპორტზე გავა.
ეკოლოგიურად სუფთა Ytong-ის აირბეტონის ბლოკი სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც ქართული სამშენებლო ბაზრის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.
ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობის დასრულების თარიღად 2019 წლის ზაფხული დასახელდა.