"Ytong Caucasus"-ის ქარხნის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს
2018 წლის 24 ნოემბერს "Ytong Caucasus"-ის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობის პროცესი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, „არქი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა ილია წულაიამ და ირაკლი ქაფიანიძემ დაათვალიერეს.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია "Ytong Caucasus"-ის დირექტორმა დიმიტრი ადამიამ მიაწოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გერმანული მხარის "Xella Baustoffe GmbH"-ის წარმომადგენელი.
"Ytong Caucasus" ყოველწლიურად 160 000 კუბური მეტრი აირბეტონის ბლოკების წარმოებას გეგმავს, რომლის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, ნაწილი კი ექსპორტზე გავა.
ეკოლოგიურად სუფთა Ytong-ის აირბეტონის ბლოკი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც ქართული სამშენებლო ბაზრის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.