2014 წლის 26 ნოემბერს "Ytong Caucasus"-მა გამართა დემონსტრაცია იტონგის ბლოკების წყობა-დამუშავებაში. მოწვეულები იყვნენ წარმომადგენლები სხვადასხვა დეველოპერული და სამშენებლო კომპანიებიდან.
საქართველოში წარმატებით მოქმედ სამშენებლო კომპანიებს საშუალება მიეცათ უკეთ გაცნობოდნენ და თავად დარწმუნებულიყვნენ იტონგის ენერგოეფექტური ბლოკის უპირატებობაში. დემონსტრაციაზე მოწვეული იყო ბულგარელი ტექნიკოსი ბ-ნი ბოიკო პენევი, რომელმაც სტუმრებს კითხვებზე უპასუხა.
შეხვედრის მიზანი იყო იტონგის ბლოკის გაცნობა საქართველოში მოღვაწე წარმატებული კომპანიებისთვის.