იტონგის ბლოკი

YTONG®-ის მცირე წონა ამცირებს დაწოლას კონსტრუქციაზე და საშუალებას გვაძლევს საგრძნობლად დავზოგოთ სახსრები კონსტრუქციის აგებისას. აირბლოკის სიმსუბუქე განაპირობებს მაღალ უსაფრთხოების ფაქტორს სეისმური აქტივობის დროს.

აირბეტონის ბლოკების ზუსტი გეომეტრიული მონაცემები მნიშვნელოვნად ამარტივებს არა მხოლოდ წყობის პროცესს, არამედ შემდგომ შიდა და გარე მოპირკეთებასაც. დაბალი გიგროსკოპულობა და კედლის სწორი ზედაპირი გვაძლებს საშუალებას, კაფელი დამატებითი დამუშავების გარეშე დავაგოთ. ერთგვაროვანი სტრუქტურისა და კარგი მზიდი უნარის ხარჯზე მასალა შესანიშნავია სამაგრი სამუშაოების დროს.

YTONG®-ის კედლის ბლოკები  ხანძარგამძლეა. ცეცხლის ზემოქმედებისას აირბეტონი არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებსა და აალებად წვეთებს. მას იყენებენ ნებისმიერი კლასის შენობისა და ხანძარსაწინააღმდეგო კედლების მშენებლობისათვის. მასალა შესანიშნავად იჭრება, რაც ასევე ამარტივებს წყობის პროცესს და ყველაზე უჩვეულო პროექტების რეალიზაციის საშუალებას გვთავაზობს.