შიგთავსზე გადასვლა

ენერგოეფექტურობა

თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, იტონგის აირბლოკით აშენებული კედელი ინარჩუნებს შენობის შიდა ტემპერატურას და უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების 40%-მდე შემცირებას.

სიმარტივე და სისწრაფე

იტონგის აირბლოკის ფოროვანი სტრუქტურა მარტივად მუშავდება, რაც საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ სამუშაო პროდუქტიულობა, ხოლო სამშენებლო პროცესი 2-ჯერ დავაჩქაროთ.

იტონგის აირბლოკის სიმსუბუქის გათვალისწინებით,მისი მშენებლობაში გამოყენების დროს მნიშვნელოვნად მცირდება მზიდ კონსტრუქციებსა და ფუნდამენტზე დაწოლა,რაც 10-12%-ით ამცირებს საჭირო არმატურის რაოდენობას.

სიმტკიცე და გამძლეობა

იტონგის აირბლოკი განსხვავებულ ბუნებრივ პირობებშიც კი, არ კარგავს სიმტკიცეს და ინარჩუნებს გამძლეობას ბიძგებისა და პირდაპირი დარტყმების მიმართ. სტანდარტულ ბლოკთან შედარებით, იტონგის აირბლოკი 2-ჯერ უფრო მტკიცეა.

გეომეტრიული სიზუსტე

აირბლოკის დამზადების გერმანული ტექნოლოგია, უზრუნველყოფს იდეალურად სწორი ზედაპირის მქონე აირბლოკის წარმოებას, რაც 2.5-ჯერ ამცირებს სალესი მასალის დანახარჯს.

ეკოლოგიური სისუფთავე

იტონგის აირბლოკი ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალაა, რომელიც ბუნებრივი ნედლეულისგან მზადდება,როგორიცაა: კვარცული ქვიშა, ცემენტი, კირი, თაბაშირი და წყალი.

ცეცხლგამძლეობა

იტონგის აირბლოკი 4 საათის განმავლობაში უძლებს ცეცხლის ალის პირდაპირ ზემოქმედებას და ინარჩუნებს პირვანდელ სტრუქტურას.

ხმაგაუმტარობა

იტონგის აირბლოკის ზედაპირის უნიკალურ სტრუქტურას გააჩნია ხმის შთანთქმის მაღალი მაჩვენებელი, რაც ზრდის ხმაგაუმტარობის კოეფიციენტს.

ჰაერგამტარობა

იტონგის აირბლოკი მინერალური სამშენებლო მასალაა, რომელიც გამოირჩევა ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებლითა და მაღალი დიფუზიური თვისებებით. ეს კი, უზრუნველყოფს შენობაში კომფორტული და ჯანსაღი კლიმატური გარემოს შექმნას.

ყინვაგამძლეობა

სტანდარტულ ბლოკთან შედარებით, იტონგის აირბლოკი 2-ჯერ უფრო ყინვაგამძლეა. იტონგის აირბლოკის ყინვაგამძლეობა შეადგენს 100 ყინვალღვობის ციკლს.