ხელსაწყოები
ქაფჩა
არსებობს აქანდაზის სტილის დუღაბის ნიჩბის სხვადასხვა ტიპი, რათა მოერგოს განსხვავებული სისქის კედლებს; ხელსაწყო ამარტივებს სწორი ოდენობის დუღაბის გამოყენებას სრულად შემავსებელი ბმის შესაქმნელად.
რეზინის ჩაქუჩი
რეზინის ჩაქუჩი გამოიყენება ახალ დუღაბზე ქვის ერთეულების დასარტყმელად და მათ გასაერთიანებლად – ვერტიკალურად და თანაბრად.
თარაზო
თარაზო გამოიყენება აირბლოკის წყობის სისწორის გასაკონტროლებლად, რომ დუღაბი საკმარის დონეზე იყოს იმისათვის, რომ მასზე აირბლოკის შემდეგი წყობა დაეწყოს, დუღაბის სისტემის გამოყენებით. გირჩევთ, გამოიყენოთ გრძელი თარაზოები (≥200 სმ), რადგანაც ეს არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, არის თუ არა აირბლოკის წყობა ვერტიკალური და თანაბარი.
სახეხი დაფა
სასურველი ჰორიზონტალური და ვერტიკალური სისწორის მისაღებად შესაძლებელია აირბლოკის გახეხვა. გამოიყენება კედლის უთანაბრობის გასასწორებლად და მონაკვეთების სარეგულირებლად. გახეხილი ზედაპირი ფრთხილად უნდა გასუფთავდეს, რათა გათხელებული დუღაბი გამყარდეს როგორც ძირში, ასევე ზემო მაკავშირებელ ადგილებში.
კედლის საკვეთი
კედლის საკვეთი გამოიყენება იტონგის აირბლოკის კედლებში 3სმ-იანი სიღრმის ღარების გასაკეთებლად.
ხერხი
აირბლოკის ჭრა შესაძლებელია 11.13 და 18 სმ ხერხებით, თუმცა რეკომენდებულია ყველაზე გრძელი ხერხის გამოყენება.