კომერციული და სასაწყობე შენობები

კომერციული და სასაწყობე შენობებიკომერციული უძრავი ქონების ბაზარზე ობიექტის არჩევისას მოიჯარეების მთავარი კრიტერიუმი შენობების საექსპლოატაციო მახასიათებლები და მშენებლობის ხარისხი გახლავთ. გარიგების დადებისას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა სათავსოების ტექნიკურ მაჩვენებლებს. კარგ მაგალითად გამოდგება საწყობის ექსპლუატაციის დროს ცეცხლგამძლეობისა და სახანძრო უსაფრთხოების მიმართ გაზრდილი მოთხოვნები.

YTONG®-ის აირბეტონი საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობების აგებისას ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
გერმანული ტრადიციების დაცვით YTONG®-ს მოწინავე ტექნოლოგიებითა და თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით აწარმოებენ, რაც პროდუქციის უცვლელ მაღალ ხარისხს და ტექნიკური მახასიათებლების მუდმივობას განაპირობებს.

YTONG®-ის ბლოკი საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სიმაღლის შენობებზე მიმაგრდეს კიდული ფასადების კონსტრუქციები. ასევე იდეალურია ორშრიან კონსტრუქციებში, როცა შემავსებლად გამოიყენება YTONG®-ის ბლოკი მოსაპირკეთებელ მასალასთან ერთად.

ცეცხლგამძლეობაზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ YTONG®-ისგან დამზადებული 100 მმ სისქის ტიხარი სტრუქტურის დარღვევის გარეშე ღია ცეცხლს უძლებს 4 (!) საათის განმავლობაში!

YTONG®-ის გამოყენებით იზრდება შენობის სასარგებლო ფართი, მცირდება სამშენებლო მასალებისა და ტრანსპორტირების ხარჯები. YTONG®-ის აირბეტონის ბლოკების შედარებით დიდი გაბარიტები და მცირე წონა ხელს უწყობს სამშენებლო სამუშაოების ვადის 2-ჯერ შემცირებას.

იმ შემთხვევაში, თუ ობიექტების მშენებლობისას YTONG®-ის მასალას გამოიყენებთ, კომპანია YTONG® უფასო, ყოველმხრივ მხარდაჭერას გთავაზობთ, მათ შორის:

  • ტექნიკური მხარდაჭერა და კონსულტაციები
  • YTONG®-ის ოსტატ-დემონსტრატორის დახმარება
  • სამშენებლო ბრიგადების სწავლება

კომერციული და სასაწყობე შენობები