მრავალსართულიანი სახლები

მრავალსართულიანი სახლებიდღეს მაღალტექნოლოგიური და ეკონომიკურად დასაბუთებული მრავალსართულიანი მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სწორი სამშენებლო მასალების გამოყენებით.

ამ მასალებმა უნდა გაუძლოს მეტ დატვირთვას ნაკლები გაბარიტებით და უზრუნველყოს ხმისიზოლაციისა და თბოიზოლაციის მაღალი დონე.

ასევე მაქსიმალურად შეამციროს შენობების აგებასთან და მათ შემდგომ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

მრავალსართულიან საბინაო მშენებლობაში YTONG®-ის აირბეტონის გამოყენება კარკასულ ტექნოლოგიასთან ერთად მოცემული პრობლემის ერთ-ერთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტას წარმოადგენს.

კარკასულ ტექნოლოგიაში YTONG®-ის გამოყენების უპირატესობა განპირობებულია შემდეგით:

  1. აირბეტონისგან ნაშენი კედლების მსუბუქი წონა არსებითად ამცირებს კონსტრუქციის მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს და, იმავდროულად, აუმჯობესებს ლოჯისტიკას.
  2. YTONG®-ის ბლოკების მეშვეობით საშვალება გვეძლევა მივაღწიოთ ენერგოეფექტურობის მაღალ სტანდარტს. YTONG®-ის 20-სმ სისქის ბლოკი საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ შენობის გამოსაყენებელი ფართი.
  3. YTONG® არაწვადი სამშენებლო მასალაა და გააჩნია ცეცხლგამძლეობის მაღალი ხარისხი.
  4. მარტივი დამუშავება, რომელიც დამატებითი ძალისხმევის გარეშე ბლოკების დაჭრისა და ელექტრული როზეტებისა და ამომრთველებისათვის ღიობების გაკეთების საშუალებას იძლევა, YTONG®-ის კიდევ ერთი უნიკალური უპირატესობაა.
  5. გარდა ამისა, თხელნაკერიანი წყობისთვის YTONG®-ის ხსნარის გამოყენების დროს იზრდება მშენებლობის სიჩქარე, მცირდება შრომითი და მასალების ხარჯები, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მშენებარე შენობის საერთო ღირებულებაზე.