კერძო სახლები

კერძო სახლები

YTONG® იდეალურია ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისთვის. კერძო სახლებისა და კოტეჯების მშენებლობისას YTONG® როგორც გარე და შიდა მზიდი კედლების, აგრეთვე ტიხრების ასაგებადაც გამოიყენება.

YTONG®-ის სახლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი უნიკალური თბოიზოლაციური თვისებებია. მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალა სახლში სასურველ კლიმატს უზრუნველყოფს. ამასთან, მნიშვნელოვნად ამცირებს მათი შენახვის საექსპლოატაციო ხარჯებს. ზამთარში ეს მასალა გათბობასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვის, ხოლო ზაფხულში კონდიციონერის გამოყენების გარეშე სასიამოვნო სიგრილის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

YTONG®-ის სახლი ჭეშმარიტად ეკოლოგიური შენობაა. YTONG®-ის მასალა ნატურალური ინგრედიენტებისგან (ქვიშა, ცემენტი, კირი და წყალი) მზადდება. ამიტომ ის მთელს მსოფლიოში აღიარებულია ეკოლოგიურად სუფთა, არატოქსიკურ სამშენებლო მასალად. ამასთან, YTONG®-ის მარკის სამშენებლო მასალები მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა, რაც უზრუნველყოფს აშენებული კონსტრუქციების მდგრადობასა და სტაბილურობას. კონსტრუქციები მიწისძვრის დროსაც კი უსაფრთხოა.

YTONG®-ის ავტოკლავური ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ზრდის მასალის სიმტკიცეს, რაც საშუალებას იძლევა, ამ მასალით 3 სართულამდე სიმაღლის შენობების მზიდი კედლები აშენდეს. გარდა ამისა, YTONG® დროთა განმავლობაში თვისებებს არ კარგავს; მასალა არ ძველდება, არ ლპება და არ იწვის. ამგვარად, YTONG®-ის სახლს პრაქტიკულად შეუზღუდავი მომსახურების ვადა აქვს.

აირბეტონის სახლის მშენებლობის პროცესი სიმარტივითა და კომფორტით გამოირჩევა. YTONG® ჩვეულებრივი ინსტრუმენტების დახმარებით, რომელთა პოვნაც ნებისმიერ მშენებლობაზეა შესაძლებელი, ადვილად მუშავდება. შესაძლებელია მასალის გახერხვა, გაბურღვა, მასზე რთული ფორმის ელემენტების ამოჭრა, ასევე მარტივად კეთდება ღიობები ელექტრო როზეტებისა და ამომრთველებისათვის. YTONG®-ის აირბეტონის ბლოკების შედარებით დიდი ზომა და მცირე წონა ხელს უწყობს მშენებლობის ვადებისა (2–ჯერ) და შრომითი დანახარჯების შემცირებას.

გარდა ამისა, ნებისმიერს, ვისაც სურვილი აქვს ააშენოს სახლი YTONG®-ის მასალით, მწარმოებელი კომპანიის სპეციალისტებისაგან შეუძლია უფასო კონსულტაციების მიღება (ოსტატ–დემონსტრატორის გასვლა ობიექტზე, ტექნიკური მხარდაჭერა, YTONG® -ის სატელეფონო კონსულტაცია ) და ყველა სათანადო მასალის შეძენა, რომლებიც იდეალურად შეესაბამება სამშენებლო ბლოკებს.
ამგვარად, ინდივიდუალურ მშენებლობაში YTONG®-ის მასალის გამოყენება შემდეგ უპირატესობებს გულისხმობს:

  • სათავსების შესანიშნავი თბოდაცვა და კომფორტული მიკროკლიმატი;
  • მაღალი სიმტკიცე და ხანგამძლეობა;
  • წყობისა და დამუშავების სიმარტივე, მონტაჟის მაღალი სიჩქარე;
  • დახმარება და კონსულტაციები მშენებლობის პროცესში და სხვა დამატებითი მომსახურება.

კერძო სახლები