დაშენება

დაშენებაიტონგის ბლოკი იდეალურია დაშენების დროს. დაშენებისას დიდ პრობლემას საშენი მასალის დამატებითი წონა წარმოადგენს, რომელსაც კონსტრუქციამ უნდა გაუძლოს. უმეტესად თბილისში არსებული სახლები დამატებით სართულებზე გათვლილი არ არის.

იტონგის დაბალი წონა კონსტრუქციაზე ნაკლებ დატვირთვას განაპირობებს, რაც დაშენების საშუალებას იძლევა.

დაშენების მიზანია საცხოვრებელი ფართის გაზრდა. სტანდარტული 30 სმ სისქის ბლოკის ნაცვლად იტონგის 20 სმ სისქის ბლოკის გამოყენებით ვიგებთ დამატებით 2,5 % ფართს.

დაშენებაიტონგის ბლოკი საშუალებას გვაძლებს მშენებლობა 1,75-ჯერ უფრო სწრაფად ვაწარმოოთ, რაც საგრძნობლად შეამცირებს მშენებლობის ხარჯებს და სახლის სხვა მობინადრეებს ნაკლებ დისკომფორტს შეუქმნის.

იტონგის ბლოკი შეუდარებელია ძველი შენობების რეკონსტრუქციის დროს. აირბლოკის სტრუქტურა აადვილებს მის დამუშავებას, რაც არასტანდარტული პროექტების განსახორციელებლად აუცილებელია.