შიგთავსზე გადასვლა
cover

იტონგის აირბლოკის გამოყენება მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობებში

იტონგის აირბლოკი, სტანდარტულ ბლოკთან შედარებით, უძლებს მეტ დატვირთვას და უზრუნველყოფს თბოიზოლაციის მაღალ დონესა და ხმის უკეთეს იზოლაციას. ის ასევე, ინარჩუნებს სიმტკიცეს და მდგრადობას, რაც მაქსიმალურად ამცირებს შენობის აგებასთან და მის შემდგომ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს

მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში აირბეტონის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტაა კარკასულ ტექნოლოგიასთან მიმართებაში, რადგან მისი თვისებები გამოირჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით:

  • ენერგოეფექტურობა – ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი და აირბლოკის 20სმ-იანი სისქე ხელს უწყობს შენობის გამოსაყენებელი ფართის დაზოგვას;
  • სიმარტივე – დამატებითი ძალისხმევის გარეშე, მარტივდება აირბლოკის დამუშავება სხვადასხვა ხელსაწყოებით.
  • სიმსუბუქე – ამცირებს მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს და აუმჯობესებს ლოჯისტიკას;
  • ცეცხლგამძლეობა – აირბლოკი 4 საათის განმავლობაში უძლებს ცეცხლის ალის პირდაპირ ზემოქმედებას და ინარჩუნებს პირვანდელ სტრუქტურას.