შიგთავსზე გადასვლა
cover

YTONG® – გერმანული ბრენდი

გერმანული ბრენდი YTONG®-ი  უკვე 100 წელზე მეტია ავტოკლავურ აირბლოკს (AAC) აწარმოებს და სამშენებლო მასალის უმაღლეს სტანდარტს განსაზღვრავს. იტონგი მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ენერგოეფექტურობას, უმაღლეს ხარისხს, ინოვაციურობასა და საუკუნოვან გამოცდილებას აერთიანებს.

2013 წელს YTONG®-ი გერმანიის საუკუნის ბრენდად დასახელდა, ხოლო დღეს მის პროდუქციას მსოფლიოში წამყვანი სამშენებლო კომპანიები იყენებენ.  

YTONG®-ი არის გლობალური ჰოლდინგის, Xella Group-ის წევრი, რომელიც რამდენიმე სამშენებლო ბრენდს აერთიანებს. Xella ინოვაციური სამშენებლო და საიზოლაციო მასალების ფართომასშტაბიანი წარმოებით არის ცნობილი. კომპანია საკუთარ მაღალტექნოლოგიურ კვლევით ცენტრს ფლობს, სადაც წარმოებული პროდუქცია, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, დეტალურ შემოწმებას გადის.

YTONG®-ის სამშენებლო ბლოკი

იტონგის აირბლოკს სტანდარტულ ბეტონის ბლოკთან შედარებით არაერთი უპირატესობა გამოარჩევს. მისი უნიკალური ტექნიკური მახასიათებლები ამცირებს სამშენებლო ხარჯებს, ქმნის კომფორტულ გარემოს და ზრდის შენობების ექსპლუატაციის ვადას. იტონგის აირბლოკი გამოირჩევა თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებლით, რაც ხელს უწყობს შენობაში როგორც სიგრილის, ისე სითბოს შენარჩუნებას, შედეგად კი კომუნალური ხარჯები 40%-მდე იზოგება.

იტონგის აირბლოკით აშენებული კედელი არ საჭიროებს დამატებით თბოსაიზოლაციო მასალას და შენობების ენერგოეფექტურობის კანონით დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.