შიგთავსზე გადასვლა
cover

YTONG®-ის 100 წლიანი გერმანული გამოცდილება და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები უზრუნველყოფს პროდუქციის უცვლელ მაღალ ხარისხს, რის შედეგადაც საზოგადოებრივი და სამრეწველო კონსტრუქციების მშენებლობისთვის არსებულ ყველა მოთხოვნას YTONG® სრულად აკმაყოფილებს.

იტონგის აირბლოკი საშუალებას იძლევა სხვადასხვა სიმაღლის შენობებზე დამაგრდეს კიდული ფასადების კონსტრუქციები და ორშრიან კონსტრუქციებში, მოსაპირკეთებელ მასალასთან ერთად, შემავსებლად იქნას გამოყენებული.

ცეცხლგამძლეობაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იტონგის აირბლოკისგან დამზადებული 100 მმ-იანი ტიხარი, სტრუქტურის დარღვევის გარეშე, უძლებს ღია ცეცხლს 4 საათის განმავლობაში.

იტონგის აირბლოკის დიდი ზომა და მცირე წონა უზრუნველყოფს მშენებლობის ვადებისა და შრომითი დანახარჯების 2-ჯერ შემცირებას. ასევე, ხელს უწყობს შენობის გამოსაყენებელი ფართის მაქსიმალურად დაზოგვას.

სახლის აშენების გადაწყვეტის შემთხვევაში, Ytong-ის სპეციალისტებთან შესაძლებელია უფასო კონსულტაციის გავლა, რაც გულისხმობს:

  • ოსტატ-დემონსტრატორის ობიექტზე მისვლას;
  • ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • სატელეფონო კონსულტაციას.