შიგთავსზე გადასვლა
cover

აირბლოკი სრულყოფილად აკმაყოფილებს კერძო სახლის მშენებლობისთვის საჭირო კრიტერიუმებს და გამოიყენება როგორც გარე და შიდა კედლების ასაშენებლად და ტიხრების ასაგებადაც.

 

 

იტონგის აირბლოკით აშენებული სახლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებელია, რაც კომუნალური გადასახადების 40%-მდე შემცირებას უზრუნველყოფს. აირბლოკის თვისებები ხელს უწყობს ზამთრის სეზონზე სახლში არსებული სითბოს შენარჩუნებას, ხოლო ზაფხულის სეზონზე სახლში სიგრილის გახანგრძლივებას.

 

 

სამშენებლო ბლოკების წარმოების მაღალტექნოლოგიური პროცესი მნიშვნელოვნად ზრდის მასალის სიმტკიცეს და დიდი დროის განმავლობაში ინარჩუნებს ყველა თვისებას.

სახლის აშენების გადაწყვეტის შემთხვევაში, Ytong-ის სპეციალისტებთან შესაძლებელია უფასო კონსულტაციის გავლა, რაც გულისხმობს:

 

 

  • ოსტატ-დემონსტრატორის ობიექტზე მისვლას;
  • ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • სატელეფონო კონსულტაციას.

 

Ytong-ის აირბლოკის დამზადება

Ytong-ის პროდუქცია მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან – ქვიშა, ცემენტი, კირი, თაბაშირი და წყალი – რის გამოც მსოფლიოში აღიარებულია ეკოლოგიურად სუფთა, არატოქსიკურ სამშენებლო მასალად. ამასთან ერთად, იტონგის აირბლოკი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციების მდგრადობასა და სტაბილურობას – შესაბამისად, კონსტრუქციები მიწისძვრის დროსაც კი უსაფრთხოა.

მშენებლობის პროცესი და გამძლე კონსტრუქცია

მშენებლობის პროცესი გაცილებით მარტივი და კომფორტულია, როდესაც იტოგნის აირბლოკით ხდება კონსტრუქციის აგება. Ytong-ის ინსტრუმენტების დახმარებით, მარტივად მუშავდება თითოეული აირბლოკი: გახერხვა, გაბურღვა, ამოჭრა და ღიობების გაკეთება.