შიგთავსზე გადასვლა
cover

2014 წელს, „იტონგ კავკასუს“-ს  და კომპანია „Xella Deutschland GmbH” შორის, გაფორმდა ლიცენზიის ხელშეკრულება. „იტონგ კავკასუს“-მა მოიპოვა ექსკლუზიური უფლება აეშენებინა ავტოკლავური აირბეტონის მწარმოებელი ქარხანა და ეწარმოებინა იტონგის აირბლოკი.

2021 წელს თბილისში YTONG®-ის ენერგოეფექტური აირბლოკის ქარხანა გაიხსნა, პროექტის ჯამური ინვესტიცია 55 მილიონი ლარია. ქარხანას ყოველწლიურად 180 000 მ3 აირბლოკის წარმოება შეუძლია, უახლოეს პერიოდში საწარმო სრულად ჩაანაცვლებს იმპორტს და ექსპორტზე სომხეთში გავა.

აირბლოკი სისტემატურად იგზავნება Xella-ს R&D დეპარტამენტში, რომელიც მსოფლიოში აირბეტონის შემოწმების კუთხით, ყველაზე მაღალი სტანდარტის ცენტრია, სადაც მოწმდება მათ შორის გერმანიაში წარმოებული აირბლოკი. შესაბამისად, აქვე განისაზღვრება ჩვენს ქარხანაში წარმოებული აირბლოკის გერმანულ სტანდარტთან შესაბამისობაც.

Xella ხარისხის, ტექნოლოგიების და სამეცნიერო დამუშავების სფეროებში წამყვანი კომპანიაა. . ექსპერტების მიერ ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში წარმოებული YTONG®-ის პროდუქცია სრულად შეესაბამება Xella-ს უმაღლეს სტანდარტებს, რომელიც ბერლინში – Xella-ს კვლევისა და განვითარების ცენტრშია დადგენილი.

logo

12

წლიანი გამოცდილება

250

დასრულებული პროექტი