შიგთავსზე გადასვლა
cover

გერმანული ბრენდი YTONG® 100 წლიანი გამოცდილებით აწარმოებს ავტოკლავურ აირბლოკს (AAC), რომელიც მსოფლიო ლიდერია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოებაში.

YTONG® 2013 წელს გერმანიის საუკუნის ბრენდად დასახელდა.დღეს კი მის პროდუქციას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წამყვანი სამშენებლო კომპანიები იყენებენ.  

Xella Group აერთიანებს მრავალ სამშენებლო ბრენდს და მათ შორის ერთ-ერთია იტონგი. Xella Group მსოფლიო მასშტაბით წამყვანი კომპანიაა ინოვაციური სამშენებლო და საიზოლაციო მასალების ფართომასშტაბიანი წარმოების კუთხით.მას საკუთარი ტექნოლოგიური კვლევითი ცენტრი გააჩნია,რომელშიც მის მიერ წარმოებული პროდუქცია დეტალურ შემოწმებას გადის. მათი მთავარი მიზანია ნარჩენების და ხარჯებს შემცირება ენერგოეფექტური მასალების გამოყენების ხარჯზე.

აირბლოკს სტანდარტულ ბლოკთან შედარებით, არაერთი უპირატესობა გააჩნია. აირბლოკის მაღალი ტექნიკური მაჩვენებლები ზრდის შენობების ექსპლუატაციის ვადას, ქმნის კომფორტულ გარემოსა და ამცირებს სამშენებლო ხარჯებს, გამოირჩევა თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებლით, რაც ხელს უწყობს როგორც სიგრილის, ისე სითბოს შენარჩუნებას და კომუნალურების ხარჯს ზოგავს 40%-მდე.