სიახლეები
“ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა სამშენებლო სექტორში”
31 ოქტომბერს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა სამშენებლო სექტორში,“ რომლის ორგანიზატორიც კომპანია „იტონგ კავკასუსი“ იყო. ღონისძიების ფარგლებში
სპიკერებმა ისაუბრეს – ენერგოეფექტურ მასალებსა და მშენებლობის მეთოდებზე, არქიტექტურული კომპანიის როლზე ენერგოეფექტურ გადაწყვეტებში, შენობის ენერგოეფექტურობასა და საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა კანონი, შენობების, შენობების ნაწილების / შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამ კანონთან თანხვედრაშია იტონგის აირბლოკი, რომელიც ენერგოეფექტური სამშენებლო მასალაა. აირბლოკი გამოირჩევა დაბალი თბოგამტარობის კოეფიციენტით, რაც საშუალებას გვაძლევს 40%-მდე დავზოგოთ კომუნალური ხარჯები, აქედან გამომდინარე იტონგი საუკეთესო გადაწყვეტაა ენერგოეფექტური მშენებლობისთვის.
ღონისძიების სპიკერები იყვნენ
- გიორგი აბულაშვილი (ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი EECG) – ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და მშერნებლობის მეთოდები;
- ვახტანგ ბეგაშვილი (ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია მესის (MEC) გენერალური დირექტორი) – შენობის ენერგოეფექტურობა და საქართველოში მიმდინარე რეფორმები;
- დიმიტრი ადამია („იტონგი“ აღმასრულებელი დირექტორი) – იტონგის პრეზენტაცია;
- ირაკლი გოგოხია (Teamtwo-ს აღმასრულებელი დირექტორი) – არქიტექტურული კომპანიის როლი ენერგოეფექტურ გადაწყვეტებში.