იტონგის აირბლოკის წებოცემენტი
წებოცემენტის გამოყენება
იტონგის აირბლოკის წყობისას, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, იტონგის სპეციალური წებოცემენტის გამოყენებაა რეკომენდირებული, რომელიც სრულად შეესაბამება ბლოკის წყობის ტექნიკურ მოთხოვნებს. მისი შემადგენლობა კედლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და მაღალ თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დუღაბი ნესტგამძლე და ყინვაგამძლე თვისებებით გამოირჩევა, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო საიმედოსა და ხანგრძლივს ხდის. წებოცემენტი მაღალი მარკიანობით გამოირჩევა, რაც კონსტრუქციის დამატებით სიმტკიცესა და ხანგრძლივ ექსპლუატაციის ვადას განაპირობებს.

