შიგთავსზე გადასვლა

ენერგოეფექტურობა

იტონგის ავტოკლავური აირბეტონის ბლოკი თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, შედეგად, იტონგით აშენებული კედელი შენობის შიდა ტემპერატურას ინარჩუნებს და კომუნალური ხარჯების 40%-მდე შემცირებას უზრუნველყოფს.

სიმარტივე და სისწრაფე

იტონგის აირბლოკი ფოროვანი სტრუქტურიდან გამომდინარე, მარტივად მუშავდება, რაც სამუშაო პროდუქტიულობის გაზრდისა და სამშენებლო პროცესის 2-ჯერ დაჩქარების საშუალებას იძლევა. Ytong-ის აირბლოკის მშენებლობაში გამოყენებისას მზიდ კონსტრუქციებსა და ფუნდამენტზე დაწოლა მნიშვნელოვნად მცირდება, რაც საჭირო არმატურის რაოდენობას 10-12%-ით ამცირებს.

სიმტკიცე და გამძლეობა

სტანდარტულ ბეტონის ბლოკთან შედარებით იტონგის აირბლოკი 2-ჯერ უფრო მტკიცეა, რის გამოც, განსხვავებულ ბუნებრივ პირობებშიც არ კარგავს სიმტკიცეს და ინარჩუნებს გამძლეობას ბიძგებისა და პირდაპირი დარტყმების მიმართ.

გეომეტრიული სიზუსტე

აირბლოკის დამზადების გერმანული ტექნოლოგია იდეალურად სწორ ზედაპირს უზრუნველყოფს, რაც სალესი მასალის დანახარჯს 2.5-ჯერ ამცირებს.

ეკოლოგიური სისუფთავე

იტონგის ავტოკლავური აირბეტონის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალაა, რომელიც ბუნებრივი ნედლეულისგან იწარმოება, როგორიცაა: კვარცული ქვიშა, ცემენტი, კირი, თაბაშირი და წყალი.

აქედან გამომდინარე, იტონგის აირბეტონის ბლოკი სუნთქვადი სამშენებლო მასალაა, რაც ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს განაპირობებს.

ცეცხლგამძლეობა

იტონგის აირბლოკი ცეცხლმედეგობის მაღალი (A1 კლასი) მაჩვენებლით გამოირჩევა. ის ცეცხლის ალის პირდაპირ ზემოქმედებას 4 საათის განმავლობაში უძლებს და ინარჩუნებს პირვანდელ სტრუქტურას.

ხმაგაუმტარობა

იტონგის აირბლოკის ზედაპირის უნიკალურ, ფოროვან სტრუქტურას ხმის შთანთქმის მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც ხმაგაუმტარობის კოეფიციენტს ზრდის.

ჰაერგამტარობა

იტონგის აირბეტონის ბლოკი მინერალური სამშენებლო მასალაა, რომელიც ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებლითა და მაღალი დიფუზიური თვისებებით გამოირჩევა, რაც შენობაში კომფორტული და ჯანსაღი კლიმატური გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

ყინვაგამძლეობა

იტონგის აირბლოკი უნიკალურ თვისებებს ინარჩუნებს, როგორც ნორმალურ პირობებში, ისე ყინვაში. სტანდარტულ ბეტონის ბლოკთან შედარებით, იტონგის აირბეტონი 2-ჯერ უფრო ყინვაგამძლეა და მისი კოეფიციენტი 100 ყინვალღობის ციკლს შეადგენს.