შიგთავსზე გადასვლა
cover

Ytong Caucasus

იტონგ კავკასუსი YTONG®-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც ენერგოეფექტურ აირბლოკს ევროპული სტანდარტების სრული დაცვით, თბილისში აწარმოებს.

2014 წელს „იტონგ კავკასუსსა“ და „Xella Deutschland GmbH“-ს შორის გაფორმდა ლიცენზიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ საქართველოში ავტოკლავური აირბეტონის (AAC) ქარხნის აშენებისა და იტონგის აირბლოკის წარმოების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.

2021 წელს თბილისში, 55 მლნ ლარიანი ინვესტიციით,  ენერგოეფექტური აირბლოკის ქარხანა გაიხსნა, რომლის ყოველწლიური წარმადობა  180 000 მ³-ს შეადგენს. 

საქართველოში არსებულ იტონგის აირბლოკის საწარმოს სრულად აქვს ჩანაცვლებული იტონგის ბლოკის იმპორტი, ხოლო ლიცენზიის ხელშეკრულების ფარგლებში, პროდუქციის ექსპორტი სომხეთის მიმართულებითაც ხორციელდება.

ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობა

საქართველოში წარმოებული იტონგის აირბლოკი სისტემატურად იგზავნება გერმანიაში, Xella-ს R&D (Research & Development) დეპარტამენტში, რომელიც მსოფლიოში აირბეტონის შემოწმების კუთხით, ყველაზე მაღალი სტანდარტის მქონე ცენტრია. ექსპერტების მიერ ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში წარმოებული აირბლოკი სრულად შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, რომელიც ბერლინში – Xella-ს კვლევისა და განვითარების (R&D) ცენტრშია დადგენილი.

logo

12

წლიანი გამოცდილება

250

დასრულებული პროექტი